ტრაგედიის კიდევ ერთი ეპიცენტრი და სტიქიის პირისპირ ბედის ანაბარად მიტოვებული მაღალმთიანი აჭარა

07.02.24 20:14
ტრაგედიის კიდევ ერთი ეპიცენტრი და სტიქიის პირისპირ ბედის ანაბარად მიტოვებული მაღალმთიანი აჭარა

 

ტრაგედიის კიდევ ერთი ეპიცენტრი და სტიქიის პირისპირ ბედის ანაბარად მიტოვებული ხალხი - მაღალმთიან აჭარაში, სადაც მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეები ხელისუფლებისგან შველას დიდი ხნის წინ ითხოვდნენ. ირკვევა, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იცოდა, როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა მთავრობამაც, თუმცა არავინ არაფერი გააკეთა. ხელისუფლებამ ხალხი მეწყერსაშიში ზონიდან არ გაიყვანა.

მაღალმთიან აჭარაში 50-მდე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადამიანებს არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია. ხალხი ისევ საშიშ ზონაში რჩება. დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი სტიქიის ეპიცენტრში არ გამოჩენილა. გააგზავნეს მხოლოდ ერთი ტრაქტორი, რომელმაც რამდენიმე სოფლის გზა უნდა გაწმინდოს.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.