მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ - შსს
მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.
უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ.