სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მოქალაქეს, რომელმაც 77კგ-ზე მეტი "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება შემოიტანა

08.02.24 10:58
სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მოქალაქეს, რომელმაც 77კგ-ზე მეტი "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება შემოიტანა

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა კაცი, ვისაც ბრალად ნარკოტიკების ტრანზიტი ედება. ირკვევა, რომ ირანის მოქალაქეებს, საზღვარზე აკრძალული ნივთიერებები სატვირთო ავტომობილით, მისაბმელის კარში ჩამონტაჟებული სამალავით შემოქონდა. სპეცოპერაციისას ამოიღეს ჰერონის შემცველი ნივთიერებები და აბებიც. მოსამართლემ, ბრალდებულ მამაკაცს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. ამავდროულად, ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს პირადად ინახავდა", - წერს პროკურატურა.