რესპუბლიკური საავადმყოფო პროტესტის ავანგარდში რჩება - მედიკოსები მომავალ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

08.02.24 11:35
რესპუბლიკური საავადმყოფო პროტესტის ავანგარდში რჩება - მედიკოსები მომავალ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფო პროტესტის ავანგარდში რჩება - ამ წუთებში თეთრხალათიანები კლინიკის ეზოში იკრიბებიან. ზურაბ აზარაშვილი დღეს ჯანდაცვის მინისტრად კიდევ ერთხელ დამტკიცდება, თუმცა ამით ექიმებისთვის არაფერი იცვლება.

მედიკოსები იტყობინებიან, რომ კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს, თუმცა მასთან დამაიმედებელ საუბარს არ ელოდებიან და პირდაპირ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დიპლომატიური კორპუსის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ, მედიკოსები გეგმავენ, წერილი ევროპის საინვესტიციო ბანკშიც შეიტანონ, რათა კლინიკის დემონტაჟი შეწყდეს. ასევე მზადდება სარჩელი სასამართლოში მინისტრის 218-ე ბრძანების გასაუქმებლად კლინიკის დანგრევის შესახებ და რეორგანიზაციის გასასაჩივრებლად.

ორი დღის წინ დანიშნეს ახალი დირექტორი, ბატონი დავით გურამიშვილი, რომელიც სამინისტრომ გამოაგზავნა ჩვენთან ამ თანამდებობაზე. სამწუხაროდ, მასთან ვერანაირი დამაიმედებელი საუბარი ვერ შედგა, რადგან ადამიანი აგრძელებს იგივე ნარატივს, რომელიც მრავალჯერ მოვისმინეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენ შეხვედრას არ ვაპირებთ", - ამბობს მედიკოსი.