ქართული კინოს "გედია", სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
ქართული კინოს "გედია", მსახიობი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სოსო ჯაჭვლიანი 1958 წელს მესტიაში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.