ნერგეეთში სამძებრო ოპერაცია დასრულდა - ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნის მოლოდინშია

08.02.24 13:20
ნერგეეთში სამძებრო ოპერაცია დასრულდა - ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნის მოლოდინშია

სოფელ ნერგეეთში სამძებრო ოპერაცია დასრულდა. ცხრავე ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

საგანგებო სიტუაციების ართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

9-ვერ გარდაცვლილი ცხედარი ამოსვენებულია. ფაქტიურად ჩვენ დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ბოლო ეტაპი. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი, ამოცნობილია, არასწრულწლოვნებცი არიან სამწუხაროდ. გარკვეული დრო ალბათ დასჭირდება გზის გაწმენდას, მაგრამ შეფერხებებით გადაადგილება შესაძლებელია", - ამბობს თემურ მღებრიშვილი.

სოფელს ტოვებენ გეოლოგებიც. სპეციალიატების დასკვნა მომდევნო დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ გეოლოგებმა უნდა თქვან, დააბრუნებენ თუ არა სტიქიის ეპიცენტრიდან ევაკუირებულ მოსახლეებს უკან სოფელში. ამ დასკვნას 30 მაცხოვრებელი ელოდება. 

მერაბ გაფრინდაშვილი, რომელმაც 2022 წელს იმ დასკვნის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სოფელი ნერგეეთი დასახელებული იყო მეწყერსაშიშ ზონად, დღეს "პირვრელებთან" ამ ინფორმაციას აღარ ადასტურბს. 

ისედაც გართულებულ ბუნებრივ პირობებს თან დაერთო თოვლის ინტენსიური დნობა და წვიმის სახით უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა, რამაც მოახდინა ამ პროცესების პროვოცირება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების გლობალურ ფონზე. სტიქიის სხვადასხვა ჯგუფის გააქტიურების გამო სხვადასსხვა ლოკაციაზე ხდება შეფასებითი სამუშაოები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტზე. მოხდა შეფასება და ამ ეტაპზე, მსგავსი მაშტაბის სტიქიას არ ველდოებით", - ამბობს გეოლოგი.