სტიქია სურამში - ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
სურამის მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ - ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადასტურებს ზინდისის დასახლების მეწყერსაშიშიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავრობამ წითელი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ სტიქიის შემდეგ მოახდინა.
ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ სოფელ ზინდისში სტიქიური მოვლენები წარსულში ხშირად ხდებოდა, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სურამის სამშენებლო ზონად ქცევასთან.
გეოლოგებს დასკვნა აქვთ დადებული, რომ მეწყერსაშიშია, მაგრამ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. საჭიროა მთავრობის თანადგომა. დაბლაც ასეთი მდგომარეობაა, მდინარე სურამულასთან შვავდება და შვავდება. რკინიგზა გადიოდა და იმის ბეტონებიც მიაქვს და ყველაფერი. ყურადღება უნდა, ჯებირების ჩასმაა საჭირო. ასეთი დიდი შენობების დადგმა არ შეიძლება მეწყერსაშიშ ზონაში", - ამბობს ადგილობრივი.
ამ წუთებში ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. დამეწყრილ ტერიტორიაზე სპეციალისტები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ. სამუშაოების არეალი 500 მეტრით არის გაფართოებული.