ქვიშხეთში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია

08.02.24 13:24
ქვიშხეთში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესებია გააქტიურებული - "პირველების" ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა პრევენციის მიზნით მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს.

ცნობისთვის, სტიქიურმა მოვლენებმა მთელი საქართველო მოიცვა. სოფელ ნერგეეთში რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ბოლო დაკარგულის ცხედარი იპოვეს. ბაღდათში მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.