როგორ აპირებს გელათის მონასტრის დაცვას - სარეაბილიტაციო კომიტეტი პირველ განმარტებას აკეთებს
გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტის პირველი განმარტება მონასტერში წყლის ჩასვლის შემდეგ - "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომიტეტის წევრი მიხეილ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იუნესკოდან დროებითი გადახურვის ჩამოსვლას ელოდებიან. ამ ფონზე კი ქუთაისში უამინდობა გრძელდება, რაც უძველესი სამონასტრო კომპლექსისთვის საფრთხის შემცველია.
წვიმიან ამინდს ვერ დავარქმევთ ამას, ეს იყო აბსოლუტურად არასტანდარტული გარემო, უხვი ნალექი მოვიდა, მგონი, 3 თუ 4 თვის და ხვალ რა იქნება არავინ იცის, თუმცა ძალიან მალე იქნება აშენებული უკვე დროებითი გადახურვა და მსგავსი რამე იქ უკვე გამორიცხული იქნება. მალე იქნება ძალიან, უკვე ძალიან აქტიუ ფაზაშია, იუნესკოდან ველოდებით პასუხს, - ამბობს გაფრინდაშვილი.