კულტურის მინისტრმა ხელები დაიბანა - დეა მეტრეველი განადგურებულ გელათზე

08.02.24 14:40
კულტურის მინისტრმა ხელები დაიბანა - დეა მეტრეველი განადგურებულ გელათზე

გელათის მონასტრის განადგურებაში "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი ხელისუფლების და კერძოდ, კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობას ხედავს. ოპოზიციის წევრის თქმით, კულტურის მინისტრმა და მისმა უწყებამ ხელები დაიბანა და ახლა დამნაშავეებს და პასუხისმგებელ პირებს სხვაგან ეძებს.

ამასთან მეტრეველი ფიქრობს, რომ თავისი გულრიგილობით ხელისუფლება რუსულ დაკვეთას ასრულებს, რომელიც საქართველოს იდენტობის წაშლაში მდგომარეობს. 

დღეს ქართული ხელისუფლება ატარებს სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებს - წაიშალოს, გაქრეს საქართველოში ჩვენი ისტორიული იდენტობის კვალი და გელათი თავისი ბოლო 4 წლის ისტორიით სწორედ ამაზე მიუთითებს. ძალიან უხერხულია მთავარი უწყების მხრიდან ხელის გაშვერა საპატრიარქოსკენ, მეცნიერებისკენ მაშინ, როდესაც 2019 წლიდან 23 წლამდე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა უშუალოდ კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. მათ არაფერი გააკეთეს თავისი გულგრილობით, არაპროფესიონალიზმით და ბოლოს დაიბანა ხელები კულტურის მინისტრმა, კულტურის სამინისტრომ და ეძებენ სრულიად სხვაგან დამნაშავეებს და პასუხისმგებელ პირებს, - ამბობს  "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი.