მიმდინარეობს მოლაპარაკებები - როდის ჩამოასვენებენ თურქეთიდან სოსო ჯაჭვლიანს, უცნობია

08.02.24 14:29
მიმდინარეობს მოლაპარაკებები - როდის ჩამოასვენებენ თურქეთიდან სოსო ჯაჭვლიანს, უცნობია

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" მსახიობი სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებაზე ისაუბრა და თქვა, რომ იგი თურქეთში გარდაიცვალა და ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“,- აღნიშნა ოქიტაშვილმა.

 ქართული კინოს "გედია", მსახიობი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. 

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.