გამოვიქეცით ფეხშიშველი, ტყიდან გადმოვედით - ხულოს მოსახლეობა უმძიმეს ღამეს იხსენებს

08.02.24 15:25
გამოვიქეცით ფეხშიშველი, ტყიდან გადმოვედით - ხულოს მოსახლეობა უმძიმეს ღამეს იხსენებს

ამ დრომდე მძიმე ვითარებაა ხულოში - სოფელ სხალთაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. კადრებში, რომელსაც ადგილიდან პირველების რედაქციას უგზავნიან, კარგად ჩანს, რომ მთელი სოფელი დამეწყრილია.

მთას მიწის მასა გვიან ღამით მოწყდა, რის შემდეგაც კი ადგილობრივებმა თავს გაქცევით უშველეს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საშინელი ხმები ესმოდათ, რადგან მიწიან წყალს ხეები და ხიდები მოჰქონდა.

ღამის ორი საათი იყო, როდესაც გავიგეთ ხმაური. ხმა იყო საშინელი, ხეები მოდიოდა. შეგვეშინდა და ავფორიაქდით. გამოვიქეცით ფეხშიშველი, ტანზეც არ მაცვია ნორმალურად. მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და ამიტომ ტყიდან გადმოვედით", - ამბობს ადგილობრივი.

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ხეობა მოწყვეტილია ცივილიზაციას, რადგან მოვარდნილმა სტიქიამ სრულად გაანადგურა ხიდი, რომელიც როგორ საფეხმავლო, ასევე სატრანსპორტო გადაადგილებას უზრუნველყოფდა და სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ამ ეტაპზე 35 ოჯახია ევაკუირებული.