პენსიონერი ვარ, უსახლკაროდ დავრჩი - ქვიშხეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
"სხვა სახლი არ მაქვს და უნდა გავიდე სადმე, რომ ვიცხოვრო. სხვა საშუალება არ მაქვს. თავადაც პენსიონერი ვარ", - ქვიშხეთში სტიქიურ მოვლენასთან პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები "პირველებთან" საუბრის დროს იხსენებენ უმძიმეს ღამეს და ამბობენ, რომ წყალმა ხეები ჩამოიტანა და სახლებს ბზარები გაუჩინა. მათი თქმით, არსებობს საშიშროება, მთის მასას მიწა კვლავ მოწყდეს.
მოწყდა მიწაო. ჩამოვედი ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. მიწაა წამოღებული, ზემოთ ფიჭვებია და ის არის მოწყვეტილი. საშიშროებაა, რომ კიდევ მოწყდეს. სახლის კედლებზე აბანოს მხარეა დაშორებული და ბზარებია გაკეთებული. აგერ, დაინახეთ თავადაც, რომ ხეები აქვს ჩამოტანილი. ამ სახლში გაჩერება არ შეიძლება. სხვა სახლი არ მაქვს და უნდა გავიდე სადმე, რომ ვიცხოვრო. სხვა საშუალება არ მაქვს. თავადაც პენსიონერი ვარ", - ამბობს ადგილობრივი.
მეწყრულმა პროცესებმა ასეულობით საცხოვრებელი დატბორა, მათ შორის, ერთ-ერთი სახლი მთლიანად ჩამოინგრა. მოვარდნილი სტიქიის შედეგად, ორი ოჯახი გახდა იძულებული, რომ საცხოვრისი დაეტოვებინათ.
დაიტბორა რამდენიმე ასეული სახლი. დაზიანდა 9 სახლი, მათ შორის, ერთი მთლიანად დაინგრა. ადამიანები გადარჩნენ. სახლებამდე მოვიდა ეს მეწყრული პროცესი და გაჩერდა სახლებთან. ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია", - განაცხადა მაშველმა.