ხატების განადგურების საფრთხე გელათში - სპეციალისტები ტაძრის სასწრაოდ გადახურვის აუცილებლობაზე საუბრობენ

08.02.24 17:31
ხატების განადგურების საფრთხე გელათში - სპეციალისტები ტაძრის სასწრაოდ გადახურვის აუცილებლობაზე საუბრობენ

ხატების განადგირების საფრთხე გელათში - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  საპატრიარქოს მიერ შექმნილ დროებით კომიტეტს, პირველ რიგში,  ტაძარი დროებით უნდა გადაეხურა, რათა ტაძარში წყალი არ ჩასულიყო, თუმცა კომიტეტმა ეს ვერ მოახერხა. მათი თქმით, დრო არ უნდა დაიკარგოს და იმდენი მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ტაძარი ამ ზამთარს დროებით მაინც გადაიხუროს. 

კომიტეტის ფორმატშია გადატანილი და არა ძეგლთა დაცვის ქოლგის ქვეშ. ესეც ძალიან გულსატკენია. ფაქტი, რომ გადაბარება-გადმობარებას მოუნდა სახელმწიფო, იკარგება დრო ყველაზე ძვირფასი გელათისთვის, რომელიც არ ითმენს. მიმდინარეა დაზიანება და წყარო ამ ნესტის და ამ დაზიანებების არის, პირველ რიგში, გადახურვა. უპირველესად უნდა ყოფილიყო გამოყოფილი პირველ პუნქტად და არ დაგვეკარგა დროს და ამ ზამთარს რომ მაინც რარაცნაირად გადახურულიყო ტაძარი. ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს გადააბარა, საპატრიარქოს თავად არ აქვს გამოცდილება, - ამბობს გოგოთურ მისრიაშვილი.

სამოქალაქო სექტორში კი ამბობენ, რომ როგორც ყოველთვის, გელათის განადგურებაც სტიქიას და ფორსმაჟორულ სიტუაციას დაბრალდება. 

ვართ იმის მოწმეები, როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორ ნადგურდება სიმბოლო ევროპისკენ სწრაფვისა საქართველოსი, როგორ ნადგურდება მეორე იერუსალიმი, როგორც გვქონდა ჩაფიქრებული. წყალი ჩამოვიდა და ესეც დაბრალდება ალბათ, სტიქიას და ფორსმაჟორულ სიტუაციას. ეს არის მიზანმიმართული შეტევა სიმბოლოებზე, - ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.

5-6 თებერვალს გელათის მონასტრის ტაძრებში წყალი ჩავიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

ბარათაშვილი წერს, რომ ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა.