ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული უბედური შემთხვევა - იოსელიანი

08.02.24 17:22
ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული უბედური შემთხვევა - იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, იკვლევენ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო უბედური შემთხვევა და სტიქია. 

იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე და წარმოქმნილ სტიქიურ უბედურებებზე მუშაობს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ძირითადად, ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა და სტიქია" - ამბობს ლევან იოსელიანი. 

ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპული 9 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.