ფოთში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა
ფოთში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათი ცხედრები ქუჩიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.