ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა - ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

09.02.24 10:40
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა - ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.