თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება - მისამართების ჩამონათვალი
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
- ვაკის რაიონი - უჩა ჯაფარიძის ქ. N100-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:20-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: კაპანელის,ხომლის, ჭილაიას, დანელიას, უჩა ჯაფარიძის, ლეო კვაჭაძის ქუჩებს, „ონკოლოგიურის კლინიკას“.
- ვაკის რაიონი - კაკლები, ირაკლი უჩანეიშვილის ქ. N28-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: კაკლების დასახლებას მთლიანად( მიხეილ ქორქია, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.
- საბურთალოს რაიონი - ჟიული შარტავას ქ. N 39-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:30-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჟიული შარტავას 39, 39ა, 39ბ, 39დ.
- ნაძალადევის რაიონი - ხორნაბუჯის ქ. N 18 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:30-დან 18:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხორნაბუჯის ქუჩას.