2 მილრდ. 150 მილიონი ლარი "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენებისთვის - TI კორუფციის რუკას აქვეყნებს
2 მილიარდ 150 მილიონი - სწორედ ეს თანხა წავიდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტიდან ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კორუფციის რუკას აქვეყნებს - ანუ როგორ ნაწილდება ქვეყნის მასშტაბით ხალხის ფული და როგორ მდიდრდებიან ერთეულები.
კორუფციიის მასშტაბები საგანგაშოა. კორუფციის რუკაზე აღმოჩნდნენ "ოცნების" დეპუტატები, რომლებსაც მუნიციპალიტეტბზე აქვთ კონტროლი. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" თავი მოუყარა ყველა საეჭვო ტენდერს და შესყიდვას, რომელიც კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე გამორჩეული აჭარაა, სადაცმმართველ და პარტიასა ა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან 736 მლნ-ზე მეტი წავიდა. აჭარის შემდეგ კახეთია და ეს თანხა 421 მლნ ლარია. აქ ე.წ. კახური კლანია გამორჩეული, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს "სერპანტინმა" ასეულობით მლნ ლარი მიიღო.
"საერთაშორიოს გამჭვირვალობა" პირაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში პრივილიგირებული ადამიანები არიან, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და მათ მწვანე შუქი, სავარაუდო, ბიძინა ივანიშვილისგანაც ანთებული აქვთ.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობაში წარმოგვედგინა სურატ, რა ხდება რეგიონებში. კონკრეტულად ეს ფაქტები ეხება სახელმწიფო ტენდერებს. ზოგი მათგანი არის "ქართული ოცნების" წევრი და ასევე, ზოგი მათგანი უკავშირდება ბატონ ივანიშვილს. ბოლო ათი წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს 2 მლრდ. 150 მლნ-ის ტენდერი. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. რი შემთხვევაში საერთოდ არ იწყება ეს გამოძიება და ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა, - ამბობს არასამტავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური.