პირმა ბიძა მოკლა და ბიძაშვილი დაჭრა - რა მოხდა რუსთავის ბაზრობაზე, სადაც 4 ადამიანია მოკლული
პირმა ბიძა მოკლა და ბიძაშვილი დაჭრა - შსს-ს განცხადებით, რუსთავში, სტამბოლის ბაზრობაზე, 4 ადამიანია მოკლული.
უწყების ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.-მ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა.
სავარაუდო დამნაშავე ადგილზე დააკავეს, ხოლო დაჭრილი ბიძაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ",- წერია განცხადებაში.