"აფთიაქში შევარდნილა, ცუდად ვარ წამალი მომეცით, ხალხი დავხოცეო" - რას ამბობენ რუსთავის ბაზარში

09.02.24 15:51
"აფთიაქში შევარდნილა, ცუდად ვარ წამალი მომეცით, ხალხი დავხოცეო" - რას ამბობენ რუსთავის ბაზარში

რუსთავში, "სტამბოლის" ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - მოვაჭრეები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მკვლელობისთვის დაკავებული პირი, მომხდარის შემდეგ აფთიაქში წამალს ითხოვდა და ფარმაცევტებს პატრულის გამოძახებას სთხოვდა.

დაბლიდან უსვრია, ვინჩესტერი ჰქონდა ამბობობენ. ყველა ვიცნობდით მაგ დაკავებულს, თვითონაც მეხორცე იყო, აქ მუშაობდა. იარაღი ბაზრის გასასვლელში ჰქოდნა დაგდებული. აფთიაქში შევარდნილა, ცუდად ვარ წამალი მომეცით, ხალხი დავხოცე და პატრული გამოიძახეთო. დააკავეს იმ აფთიაქთან", - ამბობენ ბაზარში.

რუსთავის ბაზარში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისს ეროვნულ ბიუროში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

4 ადამიანის მკვლელობისთვის და ერთი პირის დაჭრისთვის 35 წლის მამაკაცია დაკავებული. გავრცელებული ინფრომაციით, დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება. "პირველების" ინფორმაციით, ნათესავებს ერთმანეთთან ბიზნესდავა ჰქონდათ, ბიძამ ძმისშვილი სამსახურიდან გაუშვა, რაც კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა.

"პირველებმა" ასევე გაარკვია, რომ კაცი, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია მხილებული, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.

ეჭვმიტანილმა კლინიკა ორი თვის წინ დატოვა. ვიდრე 35 წლის კაცი ბაზარში მკვლელობის საათს მოაწყობდა, როგორც გაირკვა რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი საცხოვრებელი სახლიც გადაწვა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირი მიმდებარედ მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან დააკავა.