საქართველო ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება - კონსერვატორიის მცირე დარბაზში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

09.02.24 17:37
საქართველო ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება - კონსერვატორიის მცირე დარბაზში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

საქართველო ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება. დილიდან კონსერვატორიის მცირე დარბაზში გენიალური ქართველი კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ქართული ფეხბურთის ჰიმნის ავტორისთვის პატივის მისაგებად მიდიან მისი კოლეგები და მოქალაქეებიც.

ვაჟა აზარაშვილს ხვალ მახათას პანთეონში დაკრძალავენ. კომპოზიტორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აზარაშვილისს სახელზე არაერთი სიმღერაა, რომელიც სახალხო პოპულარობით სარგებლობს.  მათ შორის არის "დინამო, დინამო", "მზე ჩემი მეგობარია" და სიმღერა თბილისზე.