პოლიციელი ავტომობილით ქვეითს დაეჯახა, გზიდან გადაიყვანა და ყინვაში მიატოვა - უმძიმესი დანაშაული დუშეთში

09.02.24 20:08
პოლიციელი ავტომობილით ქვეითს დაეჯახა, გზიდან გადაიყვანა და ყინვაში მიატოვა - უმძიმესი დანაშაული დუშეთში

 

 

დაკავებულია უმძიმეს დანაშაულში მხილებული პოლიციელი. საბედისწერო  შეჯახება დუშეთის გზაზე მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი თამაზ ბრაჭული ავტომობილით ფეხით მიმავალ კაცს დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი სავალი ნაწილიდან მოშორებით გადაიყვანა და ერთ-ერთი ვერსიით, კვალის დაფარვის მიზნით, ქვაც დაადო, თავად პოლიციელი კი მიიმალა.  უგონო მდგომაროებაში მყოფ კაცს  მთელი ღამის განმავლობაში ათოვდა. ის ყინვის შედეგად გარდაიცვალა. 

შს სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, მალევე გაათავისუფლეს.  დღის ბოლოს პროკურატურის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციელს ხელბორკილები ისევ დაადეს და მის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. დაკავებულის ოჯახის მტკიცებით, უამინდობის გამო პოლიციელმა ვერ დაინახა, რომ ქვეითს დაეჯახა.
 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.