2 მლრდ. ლარზე მეტი "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიებისთვის - როგორ ნაწილდება ბიუჯეტის ფული პრივილეგირებულ წრეზე?

09.02.24 20:33
 2 მლრდ. ლარზე მეტი  "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიებისთვის - როგორ ნაწილდება ბიუჯეტის ფული პრივილეგირებულ წრეზე?

 

 

"ოცნების" მმართველობის ათი წელი და დახარჯული 2 მილიარდ ლარზე მეტი - როგორ ნაწილდება ბიუჯეტის ფული პრივილეგირებულ წრეზე?  ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები ხალხის ფულით მდიდრდებიან. კორუფციიის ფაქტების სიმრავლე და მასშტაბი კი აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ჯგუფის მიერ ბიუჯეტის ფულის მიტაცებას მწვანე შუქი "ოცნებამ" აუნთო. ყველა საგამოძიებო უწყება ამ დრომდე გამოვლენილ დანაშაულებებზე, უბრალოდ, დუმს,

საუბარი არ არის ხელისუფლების მხოლოდ მაღალ რგოლზე. კორუფციულ გარიგებებში ჩართულები არიან რეგიონებში ადგილობრივი ხელმძღვანელებიც. ჩამოყალიბდა ე. წ ადგილობრივი ფეოდალების წრე, რომლებიც პირადად აკონტროლებენ, რომელ რეგიონში, რომელმა კომპანიამ უნდა მიიღოს დიდი ფული ბიუჯეტიდან. მათ შორის არიან "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.