კიევში ბულგაკოვის ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი მიენიჭა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
კიევის საქალაქო საბჭოს ცნობით, ჯამურად სახელები ქალაქის 10 ობიექტს გადაერქვა. პროცესი დერუსიფიკაციასა და დეკომუნიზაციას ემსახურება.