საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის საძოვრად გადაყვანის შემთხვევები ჭარბობს, რაც პათოგენების გადმოტანის რისკს ზრდის - ოკუპირებული ცხინვალი

09.02.24 22:39
საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის საძოვრად გადაყვანის შემთხვევები ჭარბობს, რაც პათოგენების გადმოტანის რისკს ზრდის - ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის "სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის" ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები არღვევენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესებს, აქედან გამომდინარე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, "სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა" შეხვედრაზე "სასოფლო ადმინისტრაციის" წარმომადგენლები მიიწვია.

ე.წ. უშიშროების სამსახური ადგილობრივებს "სახელმწიფო საზღვრის" დაცვის კანონის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ აფრთხილებს.

ბოლო პერიოდში გახშირდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ საქონლის საძოვარზე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის ფაქტები, რაც ქმნის ცხოველების ბიოლოგიური ინფექციებისა და საპირისპირო მიმართულებით პათოგენების გადმოტანის რისკებს" – ვკითხულობთ განცხადებაში.