მამა შალვა კეკელია "ბასიანთან" ლოცულობს

09.02.24 22:50
მამა შალვა კეკელია "ბასიანთან" ლოცულობს

კლუბ "ბასიანთან" სასულიერო პირის, მამა შალვა კეკელიას პარაკლისი დაიწყო - ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

 სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.

„ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა. დასაცინად არ ღირს ის, რომ თურმე ასეთი საუბარი არ შეიძლება, თურმე არ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, ქვეყანაზე, ეროვნულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენ დასაღუპი შვილები არ გვყავს. რატომ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“,-განაცხადა მამა შალვამ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე არცერთი ტელევიზია არ საუბრობს. "მეწყერი რომ მოწყდება იმაზე ეუბნებიან მთავრობას, ადამიანი რატომ მოკვდაო, გამოძიება იწყება და ადამიანი რომ დაიღუპა, ამაში სახელმწიფომ არავინ დაადანაშაულა იმიტომ, რომ სახელმწიფოც და ოპოზიციაც ამაშია ჩართული“,-აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის, მამა შალვა კეკელიამ პარაკლისის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება 6 თებერვალს, ქადაგების დროს გააკეთა. მისი თქმით, "ბასიანი" სიკვდილის ადგილია, ამიტომ სასულიერო პირი მოქალაქეებთან ერთად დედა ღვთისმშობელს დახმარებას შესთხოვს.