შსს-ის ყოფილი თანამშრომელი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - თამაზ ბრაჭული ამ დრომდე დუმს

10.02.24 12:10
შსს-ის ყოფილი თანამშრომელი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - თამაზ ბრაჭული ამ დრომდე დუმს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - თამაზ ბრაჭული, რომელსაც გამოძიება ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავება, რაც გარდაცვალებით დასრულდა, ამ დრომდე დუმს.

ბადრაგირების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული. დადგენილია, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი დუშეთში ქვეითს მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხმოტეხილი კაცი გზიდან ნაპირზე გადაიყვანა და ქუჩაში უპატრონოდ დატოვა.

გივი ლაშქარაშვილს მთელი ღამე ათოვდა, ის გაიყინა და გარდაიცვალა. ახლა საინტერესოა რით იმართლებს თავს ბრაჭული სხდომათა დარბაზში.