ბაღდათში გლოვაა - სოფელი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ემშვიდობება

10.02.24 13:31
ბაღდათში გლოვაა - სოფელი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ემშვიდობება

ბაღდათში გლოვაა - სოფელი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ემშვიდობება. რამდენიმე საათში ერთი ოჯახის წევრებს, დედასა და შვილს დაკრძალავენ. ზოია და შურა რობაქიძეებს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ადგილობრივები "პირველებთან" დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ და ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ბუნების წინაშე ყველა უძლურია.

დედა-შვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანი, კეთილი, პატიოსანი, შრომისმოყვარე მეზობლისთვის, მეგობრისთვის, ჩვენთვის თავისთავად და ყველასთვის ყოველნაირად კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო. ბუნებამ რაც გააკეთა, ამას წინ ვერავინ ვერ აღუდგება", - აღნიშნა ჭირისუფალმა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნერგეეთში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები, ამიტომ მოქალაქეებს უპრობლემოდ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.

სტიქიის ზონაში დასრულებულია გატანის და დატერასების სამუშაოები. გზა გახსნილია. კომუნიკაციები აღდგენილია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა "სოკარი" და "ენერგო პრო" და ჩვენს მოქალაქეებს მიეწოდებათ, როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ელექტროენერგია და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც თანმხლებია გზის პირების. ჯერჯერობით ეს მოქალაქეები რჩებიან გამოსახლებული მანამ, სანამ არ იქნება გეოლოგების დასკვნა", - თქვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა.

სულ ცოტა ხნის წინ სტიქიური უბედურების ზონაში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ათვალიერებს, შემდეგ კი სამოქალაქო პანაშვიდზე ასვლასაც გეგმავს.

ცნობისთვის, სტიქიურმა მოვლენებმა მთელი საქართველო მოიცვა. ბაღდათში მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.