უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს დღეს დაკრძალავენ

10.02.24 13:27
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს დღეს დაკრძალავენ - გოჩა ჟვანიას სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივის მიაგებენ. ჟვანია რუსების სარაკეტო იერიშს აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ემსხვერპლა.

მასთან ერთად დაიღუპა მისი თანამებრძოლი ზურაბ წიკლაურიც. ქართველი სამხედროები ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან ირიცხებოდნენ.