რუსთავის ბაზრობაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - დაკავებულია გიორგი ორველაშვილის ძმაც
რუსთავის ბაზრობაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - დაკავებულია მკვლელობაში მხილებულის, გიორგი ორველაშვილის ძმაც. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის.
არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორველაშვილის ძმის დაკავების შესახებ ინფროამციას ადასტურებენ. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
რაც შეეხება გიორგი ორველაშვილს მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ წაუყენებენ.
ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.
მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.