"გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა" - როგორია რუსთავის ბაზრობაზე დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის დროს დაჭრილ 26 წლის მამაკაცს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, პაციენტი ამჟამად რეანიმაციაში, სტაბილურია და ნელ-ნელა გააღვიძებენ.
გაკეთებული აქვს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია. მუშაობდა სამი ბრიგადა - ზოგადქირურქიული, ტრამვატოლოგიური და სისხლძარღვთა ქირურგიული. იყო შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ასევე ბარძაყში, დამსხვრეულია მტევნის ძვლებ - წინამხარი, მხარი და ლოყაზე აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა. პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში, სტაბილურია და ნელ-ნელა გააღვიძებენ", - ამბობს ექიმი.
რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა წრე გაფართოვდა - პოლიციამ ხელბორკილები გიორგი ორველაშვილის ძმასაც დაადო. გამოძიების ვერსიით, სანადირო თოფი, რომლითაც ყასაბმა ოთხი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, მის ძმას ეკუთვნის.
21 წლამდე მამაკაცს გომელაურის უწყება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი კი ბრალის წარდგენას ელოდება. მასტან ადვოკატი ჯერ არ შესულა. სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. არსებობს ვერსია, რომ დაკავებულ მამაკაცს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თუ ამას სამედიცინო ექსპერტებიც დაადასტურებენ, არ არის გამორიცხული ორველაშვილი ციხის ნაცვლად, სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვან.