შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 80 წლის კაცს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
31 წლის ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე მათი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსულური ძალადობისთვის 7 თებერვალს დააკავეს.