აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მერიამ "ოცნებასთან" დაახლოებული პირის კომპანიას მიყიდა

10.02.24 15:32
აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მერიამ "ოცნებასთან" დაახლოებული პირის კომპანიას მიყიდა

აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მერიამ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირის კომპანიას მიყიდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძეგლი აუქციონის წესით, კულტურის სამინისტროსთან შეუთანხმებლად, 2022 წლის 25 აპრილს, 169.422 ლარად შპს "ოცხე 2022"-ს მიჰყიდეს.

ირკვევა, რომ შპს "ოცხე 2022"-ს სამი მეწილე - პავლე ზაზაშვილი, თენგიზ თათეშვილი, და ლაშა ჭაღიაშვილი ჰყავს. ორ უკანასკნელს მმართველი პარტიისთვის 5-5 ათას ლარი აქვთ შეწირული. ამავდროულად, თენგიზ თათეშვილი "W/M ინვესთმენთის" დირექტორია, რომლის 25-პროცენტიანი წილის მფლობელი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის კომპანია "გლობალინვესთმენთია".

აღნიშნული ქონების გაყიდვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც მოხვდა, 

აუდიტის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისების პროცესში, მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა ძეგლის არასათანადოდ განკარგვის რისკები.