უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური დღეს დაკრძალეს - გოჩა ჟვანიას სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივი მიაგეს.
მებრძოლები რუსების სარაკეტო იერიშს აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე შეეწირნენ. ქართველი სამხედროები ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან ირიცხებოდნენ.