წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი და ღირსეული პიროვნება - ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდთან დაკავშირებით სამძიმრი წერილს აქვეყნებს.
წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, - ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.