გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - ზახაროვას ქება "ოცნებას"

10.02.24 16:44
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - ზახაროვას ქება "ოცნებას"

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, შემდგომში რუსეთის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაა,ამისთვის თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

„თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ.