შშმ პირზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა და გათავისუფლებული პენსიონერი - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

10.02.24 17:10
შშმ პირზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა და გათავისუფლებული პენსიონერი - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

შშმ პირზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 80 წლის პენსიონერი ციხისგან 50 ათას ლარიანი გიროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარე მოსამართლა კოტე ჭილაიას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმეში არსებული ვიდეო-ჩანაწერი და მოწმეთა ჩვენებები 80 წლის კაცის ბრალეულობას ადასტურებს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მის მიმარტა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო 50 000 ათასი ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით. ცხადია, ბრალდების მხარე პატიმრობას. კატეგორიულად არ ვეთანხმებით მის მიმართ გირაოს გამოყენებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, არის შესაბამისი ვიდეო-ჩანაწერიც და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც", - ამბობს პროკურორი.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ შშმ პირი თავად გაესაუბრა პენსიონერს. ადვოკატის თქმით, ქალი 80 წლის აკცს მანქანაში არც კი ჩაჯდომია.

78 წლის განმავლობაში მას კონფლიქტიც კი არ ჰქონია კანონთან მიმართებაში. აპელირება მოხდა ამასტან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, და გაითვალისწინა სასამართლომ. მიაწოდა ლარიანი, გაესაურბა, შემდგომ ჩამოვიდა მანქანაშიც კი ბოლომდე არ დამჯდარა ეს ბავშვი, მანქანის კარი გააღო, აინტერესებდა ტელეფონი რაზე ჰქოდნა მიმაგრებული", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

ქობულეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 31 წლის ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე მათი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. დღევანდელი სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა, ამიტომ უცნობია, რითი იმართლა თავი განსასჯელის სკამიდააან ასაკოვანმაა კაცმა და რატომ გამოუშვა ის მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ. 80 წლის პენსიონერი საპატიმროს 50 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.