ვაჟა აზარაშვილი დაკრძალეს - ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი უკანასკნელ გზაზე ერთგულმა მსმენელმა გააცილა

10.02.24 17:28
ვაჟა აზარაშვილი დაკრძალეს - ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი უკანასკნელ გზაზე ერთგულმა მსმენელმა გააცილა

ვაჟა აზარაშვილი დაკრძალეს - ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ერთგულმა მსმენელებმა გააცილეს. ქართული ფეხბურთის ჰიმნის ავტორად შერაცხილი კომპოზიტორი მახათას პანთეონში დაკრძალეს.

გენიალურიო მუსიკოსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სახელზეა არაერთი სიმღერა, რომელიც სახალხო პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის არის "დინამო", "მზე ჩემი მეგობარია" და სიმღერა თბილისზე.

ერთი დიდი ქართველი წავიდა და დატოვა ეს ქვეყანა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დატოვა ეს ქვეყანა, რადგან ვაჟა აზარაშვილი სულ ცოცხალი იქნება. იცით, რატომ? ვიდრე ერთი ქართველი იარსებებს, სულ იღიღინებენ მის სიმღერებს. ეს არის ძალიან დიდ ტკივილთან ერთად, უდიდესი საჩუქარია ქართველი ხალხის. მე ქედის მოხრით უდიდეს მადლობას ვუხდი მას, რომ არსებობდა", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.