კალაძის გვარი ფარულ ჩანაწერებში - ექსკლუზიური მტკიცებულებები პროკურატურის ფაილებიდან

10.02.24 21:26
კალაძის გვარი ფარულ ჩანაწერებში - ექსკლუზიური მტკიცებულებები პროკურატურის ფაილებიდან

ექსკლუზივი - ფარული ჩანაწერები პროკურატურის ფაილებიდან - მებაჟე-ოფიცერი, ვიტალი ჩაჩანიძე, რომელსაც ფარულად ფინანსური პოლიცია იწერდა, თბილისის მერის კახი კალაძის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების  მფარველობით საქართველოს ბიუჯეტის სავარაუდო ძარცვის სქემაზე საუბრობს. 

კაცი ჰყვება, როგორ აყალბებენ ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი კომპანიები საბაჟო დეკლარაციებს და ბიუჯეტში უფრო ნაკლებ ფულს იხდიან. თბილისის მერის კახი კალაძის გვარი ერთადერთია, რაც პროკურატურის ფაილებში ისმის, მებაჟე ოფიცერი დანარჩენებს, სხვა მაღალჩინოსნებად მოიხსენიებს.  

ჰყვება, რომ საქართველოს ბიუჯეტისთვის ფულის მოპარვის სქემა ასე მუშაობს: 

  • უცხოეთიდან სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის იმპორტის დროს, კომპანიები პროდუქციის ფასს საბუთებში ხელოვნურად ამცირებენ, შესაბამისად ბიუჯეტში განბაჟებისას უფრო ნაკლებ გადასახადს ხიდიან. ეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ კომპანიებს აწყობთ, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში არიან, რადგან, მოსაპირკეთებელ და სამშენებლო მასალას უფრო იაფად ყიდულობენ. ამ სქემით ყველა მოგებულია სახელმწიფოს გარდა,  ფული, რომელიც ბიუჯეტში უნდა წავიდეს ქრება. 
  • მებაჟე-ოფიცერი ფინანსური პოლიციის ფარულ ჩანაწერში, რომელიც ახლა პროკურატურაში დევს, ამტკიცებს, რამდენიმე ფირმა განბაჟების დროს პროდუქციას არარეალურად დაბალ ფასს უთითებს, შესაბამისად, ბიუჯეტშიც ცოტას იხდის. ეს სქემა ყველა მებაჟისთვის ცნობილია, მაგრამ სახელისუფლებო ელიტასთან დაჯახებას ვერავინ ბედავს. 

მებაჟე, რომელიც ფინანსური პოლიციის სკანდალურ ფარულ ჩანაწერებში, დაკავებამდე ელიტური კორუფციის მთელს სქემაზე საუბრობს, ახლა ციხეშია, მას პროკურატურა ქრთამის აღებას ედავება, თუმცა დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი აგენტ პროვოკატორის დახმარებით, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, სისტემიდან მებაჟე რომელმაც ბევრი იცოდა ასე მოიცილეს. 

ფარული ჩანაწერი, სადაც თბილის მერის კახი კალაძის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების მიტაცების სქემის სავარაუდო მფარველობაზეა საუბარი, ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა მოიპოვეს, შემდეგ ეს ჩანაწერი, პროკურატურაში გადაიგზავნა, შემდეგ კი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო პროცესზე უნდა გამოეკვლიათ, თუმცა საქმის მასალების იმ ნაწილში, რომელიც "შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა , ჟურნალისტებმა ვერსად ნახეს, ვერც ერთ მტკიცებულება, რომ ერთ უწყება მაინც ელიტური კორუფციის ფაქტის გამოძიებით დაინტერესდა. 

  • როგორ აღმოჩნდა მებაჟე ოფიცერი ციხეში?
  • 2022 წლის 4 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ირანელი ბიზნესმენი მიდის და განცხადებას წერს, რომ საქართველო სომხეთს საკონტროლო გამძშვები პუნქტის, გუგუთს მებაჟე ოფიცერი მას კონკურენტ კომპანიებზე ინფორმაციის მოპოვებას ქრთამის სანაცვლოდ ჰპირდება.
  • ირანელი ბიზნესმენი, რომლის განცხადების საფუძველზეც მებაჟის წინააღმდეგ გამოძიება და ფარული თვალთვალი დაიწყეს, სალარ პოურ ჰოსსეინია, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ის ფინანსური პოლიციის აგენტ პროვოკატორია, სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ჰოსეინმა დაადასტურა, რომ საქმის გამომძიებელთან მინიმუმ 4 წლიანი ახლო კავშირი აქვს. 
  • ირანელმა ბიზნესმენმა გამოძიება 2022 წლის 4 აპრილს მიმართა, ამ დროს მას ვიტალი ჩაჩანიძე სამი დღის გაცნობილი ჰყავდა. მებაჟე ოფიცერთან ირანი ბიზნესმენი მაკლერმა მიიყვანა, რადგან საბაჟო სამსახურის თანამშრომელი სოფელ ლამისყანაში მიწის ნაკვეთს ყიდდა. მოვლენების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ ეს იყო მებაჟის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომ როგორმე კომპრომატი მოეპოვებინათ და ციხეში ჩაესვათ, რადგან უცნაურია, რომ ირანის მოქალაქე საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ ლამისყანაში მიწის ყიდვით ყოფილიყო დაინტერესებული.
  • საქმის მასალებით  დასტურდება, რომ საბოლოოდ საოკუპაციო ხაზთან მიწის ნაკვეთის ყიდვა ბიზნესმენმა 13 ათას დოლარად გადაწყვიტა. დოკუმენტების მოწესრიგებამდე კი შეთანხმდნენ, რომ  მებაჟეს თანხის ნაწილს 5000 დოლარს გადასცემდა. სწორედ ამაზე ამტკიცებს პროკურატურა, რომ ეს იყო ქრთამი, თუმცა ფარულ ჩანაწერში, რომელიც გამოძიებამ თავად მოიპოვა, მებაჟე ცხადად ეუბნება ირანის მოქალაქეს, რომ ეს მიწის ნაკვეთს ეხება და მზად არის, ნოტარიუსთან ხელწერილით დაუდასტუროს, რომ ფულის ნაწილი აღებული აქვს. 

ჩნდება კითხვა, თუ მებაჟემ ქრთამი აიღო, მაშინ რისთვის აფორმებდა, ნოტარიულ მინდობილობას, ქრთამის აღება ნოტარიუსის თანხმობით, უკიდურესად უცნაური გარემოებაა.  ადვოკატი ამტკიცებს, რომ მებაჟეს კუთვნილი მიწის ბეს თანხა ქრთამად გაუფორმეს და საჯარო მოხელე ციხეში გაუშვეს. 

ამასთან, მარიამ ჭელიძე რომელიც ირანელი ბიზნესმენის შემდეგ პროკურატურის ოქროს მოწმეა, ადვოკატის მტკიცებით, აგენტ-პროვოკატორია, და მისი ჩვენება სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც დევს. 

ეს დანაშაული, რომ წინასწარ პროვოცირებული იყო და მიზანი გამოცდილი მებაჟის სისტემიდან ჩამოშორება და გაჩუმება იყო, ამ ვარაუდს ადვოკატს კიდევ რამდენიმე გარემოება უჩენს -დაკავების შემდეგ ვიტალი ჩაჩანიძის ტელეფონში უკრაინის მოქალაქის პასპორტის მონაცემები აღმოაჩინეს. 

მებაჟემ კი გამოძიებას დაუდასტურა, რომ უკრაინელი იმპორტიორების პირადი ინფორმაციის  შეგროვების დავალება ჰქონდათ მიღებული, ბაზებს კი ჯერ ხელმძღვანელობას, შემდეგ კი სუსს უგზავნიდნენ.

  • ჩნდება კითხვა, ვისთვის აგროვებდნენ ოფიციალური მიმოწერის მიღმა, უკრაინელების მონაცემებს საბაჟო სამსახურის შეფები, და ხომ არ იყო ეს ინფორმაცია განკუთვნილი რუსეთისთვის, რომელსაც მოაცემინებს კონსპირაციულად წავიდნენ? 

 "შაბათის ეთერმა" სახელმწიფო ბრალმდებელის, გიორგი ჯავარაშვილს ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა საგამოძიებო უწყება იმ დანაშაულებრივი სქემით რომლის შესახებაც დაკავებული მებაჟე ფარულ აუდიო ჩანაწერებში საუბრობს.

პროკურორი თავს იმართლებს, ამბობს, რომ დაინტერესდნენ მხოლოდ იმ ფაქტებით რაც მებაჟის სავარაუდო დანაშაულს ადასტურებდა. გამოძიება არ დაინტერესებულა და არ გამოიკითხავს შემოსავლების სამსახურის არცერთი ის თანამშრომელი, ვისაც შესაძლოა,  დოკუმენტების გაყალბებასთან  კავშირი ჰქონდეს.

დაკავებული მებაჟე ბრალს არ აღიარებს და სიმართლის დამტკიცებას, სასამართლოში ცდილობს, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, მებაჟე ბრალი რომ ეღიარებინა ახლა სახლში იქნებოდა, თუმცა უარი თქვა და სისტემასთან ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა.