პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, სოფელ პირველ მაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დაწყებულია გამოძიება.