პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს
პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს - ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო გვარდია წერს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, დეპორტირებული პირებიდან 3 საფრთხეს წარმოადგენდა პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგისთვის.
ქართველებს ედავებიან, რომ ისინი ხელს უწყობდნენ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებს.
საქართველოს მოქალაქეების გარდა ჩატარდა იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებიც პოლონეთში შევიდნენ გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან.
ირკვევა, რომ ოპერაცია ჩატარდა ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით, "Collecting Return Operation"-ის ფორმულის ფარგლებში.
2023 წლის ოქტომბერში პოლონეთმა საქართველოში 10 მოქალაქე დააბრუნა.