ტერორი ღარიბაშვილების სახელით - 47 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

17.02.24 22:00
ტერორი ღარიბაშვილების სახელით - 47 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

47 წლის ჯაბა ჯავაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის სამშობლოდან, რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. კაცი ამტკიცებს, რომ თავს ღარიბაშვილის ოჯახის ერთ ერთი მსახურის ნათესავები დაესხნენ და სასტიკად სცემეს, თუმცა ახლა ციხეში იქეთ უშვებენ, რადგან საქმეში პრემიერის მამის მძღოლი, გივი დიდებაშვილი ფიგურირებს. 

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის  მკვიდრი "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ ძმებმა დიდებაშვილებმა მასზე სასტიკად იძალადეს -  47 წლის მამაკაცს ჯერ გულმკერდის არეში წიხლი ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. 

ის რომ ჯაბა ჯავაშვილს დაზიანებები ჰქონდა, სამედიცინო შემოწმებითაც დასტურდება, თუმცა თავდამსხმელი ძმების წინააღმდეგ საჩივრის დაწერა, როგორც თავად ამტკიცებს პოლიციამ აუკრძალა, რადგან ისინი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მძღოლის გივი დიდებაშვილის ახლო ნათესავები არიან.  

მისივე თქმით, თავდაპირველად, მსხვერპლს ყოფილი პოლიციელი მიუგზავნეს, შემდეგ კი დაჭერით დაემუქრნენ თუ ღარიბაშვილის მამის, სანდო კაცის ნათესავებს პოლიციაში უჩივლებდა. 

მსგავსი სიახლეები