მკვლელობა რუსთავის ბაზარში - გიორგი ორველაშვილი ბრალს აღიარებს და პატიმრობაში დარჩენას ითხოვს
4 ადამიანის მკვლელობასა და 1-ის დაჭრაში ბრალებული კაცი დანაშაულს აღიარებს. გიორგი ორველაშვილი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. რუსთავის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩენას ითხოვს. რატომ გადაცხრილა მოვაჭრეები და რატომ მოკლა საკუთარი ბიძა? - ბრალდებული მოტივებზე არ საუბრობს.
სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. ჩანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტოზაც.
საგამოძიებო უწყება ედავება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. თვითონ აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მონაწილეობა მიიღო საგამოძებო მოქმედებებში. მე სპეციალისტი არ ვარ და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა თქმა უნდა, დაინიშნება. სამწუხაროდ, მოტივებზე არ ლაპარაკობს არაფერს, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ელდარ შენგელია.
სასამართლო პროცესის მოლოდინშია გიორგი ორველაშვილის ძმაც, რომელსაც სანადირო თოფის დაუდევრად შენახვას ედავებიან. დაკავებული ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფებოდა, ამიტომ არ იცის, როგორ და რა ვითარებაში მოიპარა მისმა ძმამ მისი კუთვნილი იარაღი.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს სისხლიანი ანგარისშწორების კიდევ ერთი ფიგურანტი, საუბარია ბრალდებულის ბიძაშვილზე, რომელიც მის მიერ ნასროლ ტყვიას გადაურჩა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მოწმე მოტივად შურისძებას ასახელებს.