თბილისში 100 ათას მოსახლეზე 828 ექთანი ფიქსირდება - ქვეყანაში ექთნების დეფიციტია

11.02.24 11:56
თბილისში 100 ათას მოსახლეზე 828 ექთანი ფიქსირდება - ქვეყანაში ექთნების დეფიციტია

ქვეყანაში ექთნების დეფიციტია. 100 ათას მოსახლეზე თბილისში 828 ექთანი ფიქსირდება. საგანგაშო დასკვნას აუდიტის სამსახური ასაჯაროებს. 

ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლში შემავალი მედიკოსები ხელფასების ნაკლებობას უჩივიან. კვალიფიციურ კადრებს, ხშირ შემთხვევაში, თავდაუზოგავი შრომა თვის ბოლოს მხოლოდ 1200 ლარამდე უნაზღაურდებათ. 

დაბალი ხელფასი აღნიშნულ პროფესიაზე მოთხოვნას ამცირებს. ახალგაზრდა მედიკოსების უმეტესობა კვალიფიკაციის ასამაღლებალდ არა ქართულ კლინიკებს, არამედ უცხოეთს ირჩევენ.ვითარება ბევრად უფრო საგანგაშოა რეგიონებში.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რაც თავის მხრივ, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით: სახელფასო ნაწილი, შრომის საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოს არანაზრაურება ხშირად და ასევე, გარკვეული სტანდარტიზაციის დარღვევა, მათი თანაფარდობა პაციენტებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამშ, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს მომსახურეობის ხარისზე და ამ შემტხვევაში, ეს არის პაციენტების გამოჯანმრთელების ხარისხი, დრო, ეფექტურობა, გარდა იმისა, რომ ასახვა აქვს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, როგორიც არის, მაგალითად, შიდა ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლი ან ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა, - ამბობს ექიმი ანი ქავთარაძე. 

ჯანდაცვის ექსპერტი და პარტია "ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ექთნის პროფესია ქვეყანაში მაღალანზრაურებადი და პრესტიჟული უნდა გახდეს.  

ჩვენთან რატომღაც მიაჩნიათ, რომ ექთანი ექიმის თანაშემწეა ან დამხმარეა. არა, ეტქნი აკეთებს ტავის საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანს, ექთანი აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ ის ანაზრაურება და ის დამოკიდებულება და ის განათლება,რ ოემლსაც ჩვენი საექთნო სკოლები აძლევენ, ვერავიტარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, უნდა გახდეს ძალიან კარგად ანაზღაურებადი, სახელმწფოსთის ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და თვითონ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს იმ ადამიანებს, ვინც სწავლა მოინდომა, - ამბობს ვატო სურგულაძე.