რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციისთვის ემზადებიან - მედიკოსები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

11.02.24 12:02
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციისთვის ემზადებიან - მედიკოსები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციისთვის ემზადებიან. თეთრხალათიანების შეკრება ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება. მედიკოსები ამჯერად პირადად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. პროტესტის ეპიცენტრი ისევ ქალაქის ცენტრალური ჰოსპოტლის ეზო იქნება. რესპუბლიკურის შენობის ნრეგვას დღეს კიდევ ერთხელ ათობით ექიმი გააპროტესტებს სხვადასხვა კლინიკიდან.

ამ ფონზე კი ჯანდავის სამინისტრო იტყობინება, რომ მედიკოსებისთვის კოპენსაციების გადაცემის პროცესი დაიწყეს. აზარაშვილის უწყება ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ კლინიკის თანამშრომლების ნაწილმა შეთავაზება მიიღო და სასურველი საკომპენსაციო პაკეტი შეარჩია. პარალელურად, გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟიც.