"დროის ნაწნავები" - ზარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება გამოჩნდა
ზარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება გამოჩნდა. უკვე მეორე დღეა, საზოგადოების მთავარი განხილვის საგანია სამი მეტრის სიგრძის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილი მონოლითური ქანდაკება, რომელიც ქალაქის ცენტრში მოულოდნელად დადგეს.
ხალხი დაიბნა, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და უამრავი ვერსია. ვერავინ გაიგო, რა სიმბოლური დატვირთის მატარებელია ნამუშევარი, რომელსაც ბინა ქალაქის მოედანზე დაუდეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს თემურ ხანიაშვილის ნამუშევარი სახელწოდებით "დროის ნაწნავები" განმარტების მიხედვით, ქანდაკება ქართული კულტურის ანტიკურ კულტურასტან შეხვედრის, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ კულტურასტან ტრანსფორმაციის რეფლექსია.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნამუშევარი მოედანზე ერთი წლის განმავლობაში დარჩება.