რესპუბლიკური მედიკოსები პრემიერს დახმარებას სთხოვენ - ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ

11.02.24 13:48
რესპუბლიკური მედიკოსები პრემიერს დახმარებას სთხოვენ - ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ირაკლი კობახიძეს დახმარებას სთხოვენ. მედპერსონალი ახლა კლინიკის ეზოში აქციას მართავენ, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ, რომელსაც პრემიერს წერილთან ერთად გაუგზავნიან. ისინი კობახიძეს მიმართავენ, დაინტერესდეს ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოს საკითხით და შეაჩეროს შენობის დემონტაჟი. რესპუბლიკურთან შეკრებულები აცხადებენ, რომ საკომპენსაციო პაკეტს ხელს არ მოაწერენ. 

ახლის აშენება ნგრევით არ უნდა დაიწყონ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამ წერილს მოაწეროს ხელი. ღია წერილი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას ამ საკითხის გადაწყვეტაში. ამის საფუძველი მოგვცა იმან, რომ საპარლანეტო მოსმენისას ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია რესპუბლიკური ბედი და მხოლოდ და მხოლოდ ეიქმების ჩართულობით უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედის გასაზღვრა. ამირომ, სანამ დამოკლეს მახვილით კიდია ბრძანებულება 128, რომელიც ითვალისწინებს 5 მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის დაწყებას, რომელიც 15 მარტს უნდა დასრულდეს, მანამდე აქციები გაგრძელდება, - ამბობს მედიკოსი ნინო ოთარიშვილი.