პრემიერის პირველი სამუშო დღე ხვალ აქციის ფონზე ჩაივლის - ონკოპაციენტები კობახიძეს დახმარების თხოვნით მიმართავენ
პრემიერისგან დახმარებას ელიან ონკოპაციენტებიც. მძიმე სენით დაავადებულები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. მოქალაქეები კობახიძე, რომელსაც ხვალ პირველი სამუშაო დღე აქვს, სთხოვენ, უშუამდგმლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ონკოპაციენტებს 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმება უნდათ, რადგან ეს თანხა არც გადასხმებს და არც სხვა საჭირო პროცედურებს ჰყოფნის.
ჩვენ არანაირი გამოხმაურება არ გვქონია ჯერ ჯანდაცვის სამინისტროგან. ორი აქცია უკვე გვქონდა, მაგრამ ალბათ ვერ მივიტანეთ ჩვენი ხმა ჯერ ხელისუფლებამდე. 12 თებერვალს ირაკლი კობახიძე ჩვენი ახალი პრემიერი იქნება კანცელარიაში და ჩვენ მას პირველივე სამუშაო დღეს მივმართავთ თხოვნით, რომ ჯანდავამ მოგვაქციოს ყურადღება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ეს ხარვეზები სასწრაფოდ იქნეს გამოსწორებული, - ამბობს "კავშირის სიცოცხლისთვის" წარმომადგენელი გვანცა აფხაიძე.