აქცია ოზურგეთში - სოფელ აკეთის მოსახლეობა ადგილზე კარიერების მოპოვებას აპროტესტებს

11.02.24 14:23
აქცია ოზურგეთში - სოფელ აკეთის მოსახლეობა ადგილზე კარიერების მოპოვებას აპროტესტებს

აქცია ოზურგეთში - ქუჩაში სოფელ აკეთის მოსახლეობა გამოვიდა. ხალხი კარიერების მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივების ცნობით, სამუშაოები იმენად ინტენსიურ რეჟიმში და ისე უკონტროლოდ მიმდინარეობს, რომ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ავარიული გახდა ცენტრალური გზაც.

მოსახლეობა ამბობს, რომ არაერთი აქციის მიუხედავად, ადგილობრივმა მთავრობა მათ მოთხვოვნას ყურადღება არ მიაქცია. მეტიც, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ლანჩხუთის მერმა მათ ისიც კი უთხრა, რომ აქციის მოწყობის შემთხვევაში ადგილზე მომუშავე კომპანიას საპატრულო პოლიციის გამოძახებაც კი შეუძლია. 

ეს კარიერი, რომელიც შექმნილია თუ გამოგონილია, დარწმუნებულები ვართ, რომ არაკანონიერად არის გაცემული ლიცენზია ამ ხრეშის აღებაზე. მდინარის კალაპოტის დაწევამ გამოიწვია რაც დარჩენილი ნაკვეთები გავქვს, იმის მოსავლიანობის განახევრება. სოფელში არსებული ჭებში წყლების გაქრობა და ეს არის ჩვენი ძრითაი გულის ტკივილი, - ამბობს აქციის მონაწილე.  

ლანჩხუთის პოლიციის უფროსი კი ირწმუნება, რომ პროტესტის მოანწილეების არცერთი განცხადება მათთან არ შესულა.